სოციალურ მეცნიერებათა XX საერთაშორისო კონფერენცია
7 სექტემბერი 2019 წელი
სოციალურ მეცნიერებათა XX საერთაშორისო კონფერენცია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო 6-7 სექტემბერს, შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში გამართულ სოციალურ მეცნიერებათა XX საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 70-მდე მეცნიერ-მკვლევარის როგორც პირდაპირი, ასევე ონლაინ სამეცნიერო მოხსენება. სამეცნიერო სესიაზე ასოცირებული პროფესორი ბესიკ ბოლქვაძე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „კაზინო ინდუსტრია საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში“.
სრულად