ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ფაკულტეტის სტრუქტურა

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი აერთიანებს საგანმანათლებლო პროგრამებს სამივე საგანმანათლებლო დონეზე. ბაკალავრიატში – მენეჯმენტის, მარკეტინგის, საბუღალტრო და საგადასახადო საქმის, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის და ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამებს. მაგისტრატურაში – ფინანსები და საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ხოლო დოქტორანტურაში –ბიზნესის ადმინისტრირება. პროგრამების კოორდინირებას ახორციელებს – ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტი; ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტი; საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დარგობრივი დეპარტამენტი; საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დარგობრივი დეპარტამენტი.

საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ემსახურება 6 პროფესორი, 16 ასოცირებული პროფესორი, 9 ასისტენტ პროფესორი, 2 ასისტენტი და 31 მოწვეული სპეციალისტი.

1. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2.ფაკულტეტი შედგება შემდეგი სასწავლო-სამეცნიერო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის და მარკეტინგის დარგობრივი დეპარტამენტი

ბ) ეკონომიკის დარგობრივი დეპარტამენტი

გ) საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დარგობრივი დეპარტამენტი

დ) საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დარგობრივი დეპარტამენტი

ე) სადისერტაციო საბჭო;

ვ) კურიკულუმის კომიტეტი;

ზ) ეთიკის კომიტეტი;

3. ფაკულტეტზე შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა კომისიები და სამუშაო ჯგუფები ცალკეულ საკითხთა შესწავლის ან/და  გადაწყვეტის მიზნით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა