ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ფაკულტეტის ისტორია

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1990 წლის 3 სექტემბრის №453 დადგენილებით ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწორედ ამ პერიოდში ბსუ-ში საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის საგანმანათლებლო პროგრამების ფუნქციონირებას. 1991 წელს პირველად გამოცხადდა სტუდენტთა მიღება: „ფინანსები და კრედიტი“ და „ეკონომიკა და მართვა ვაჭრობასა და საზოგადოებრივ კვებაში“ სპეციალობებზე, ჩამოყალიბდა „ეკონომიკის და მართვის“ კათედრა.

1997 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ეკონომიკის ფაკულტეტი, რომელშიც გაერთიანდა „ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის“ (კათედრის გამგე: პროფესორი ვაჟა ვერულიძე), „საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების“ და „ეკონომიკური თეორიის“ (კათედრის გამგე: დოცენტი დავით დიასამიძე) კათედრები. ეკონომიკის ფაკულტეტი ახორციელებდა სტუდენტთა მომზადებას შემდეგი სპეციალობებით: ფინანსები და საბანკო საქმე; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები; საბაჟო-საგადასახადო საქმე; აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი. 1997 – 2005 წლებში ფაკულტეტის დეკანები იყვნენ დოცენტი დავით დევაძე, უფროსი მასწ. ზურაბ შაშიკაძე, დოცენტი ლალი კალანდაძე, დოცენტი ასიე ცინცაძე, დოცენტი ნათელა წიკლაშვილი.

2005 წელს იურიდიული  და ეკონომიკის ფაკულტეტების გაერთიანების შედეგად  შეიქმნა  სოციალურ მეცნიერებათა,  ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი,  რომელმაც გააერთიანა ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების (ეკონომიკა,ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე) საგანმანათლებლო პროგრამები. ჩამოყალიბდა ფინანსების, აღრიცხვის და აუდიტის; ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტები. 2005 – 2014 წლებში ფაკულტეტის დეკანები იყვნენ  პროფესორი მერაბ ხალვაში და პროფესორი ადამ მახარაძე.

2014 წელს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის რეორგანიზაცია განხორციელდა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი შეიქმნა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანად არჩეული იქნა პროფესორი ვლადიმერ ღლონტი, რომელიც ფაკულტეტს 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2021 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა პროფესორი ნათელა წიკლაშვილი. 

ამჟამად ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი აერთიანებს ოთხ დეპარტამენტს:

  1.  საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტი (ხელ-ლი ასოც. პროფესორი გიორგი აბუსელიძე);
  2.  ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტი (ხელ-ლი ასოც. პროფესორი ბადრი გეჩბაია);
  3. საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტის და საგადასახადო საქმის დეპარტამენტი (ხელ-ლი პროფესორი ვაჟა ვერულიძე);
  4. ეკონომიკის დეპარტამენტი (ხელ-ლი ასოც. პროფესორი ნატალია რობიტაშვილი).

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს პროფესორი ასიე ცინცაძე. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან ფუნქციონირებს სადისერტაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარეა პროფესორი რეზო მანველიძე.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სწავლების სამივე დონეზე შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს:

  • საბაკალავრო - ბიზნესის ადმინისტრირება და ეკონომიკა;
  • სამაგისტრო - ფინანსები და საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა;
  • სადოქტორო - ბიზნესის ადმინისტრირება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა