შეხვედრა საჯარო სკოლის პედაგოგებთან
27 აპრილი 2023 წელი

შეხვედრა საჯარო სკოლის პედაგოგებთან
შეხვედრა საჯარო სკოლის პედაგოგებთან
შეხვედრა საჯარო სკოლის პედაგოგებთან
შეხვედრა საჯარო სკოლის პედაგოგებთან
2023 წლის 27 აპრილს Erasmus+ პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში – DITECH“ ფარგლებში შედგა შეხვედრა საჯარო სკოლის პედაგოგებთან. პროექტში ჩართულმა ბსუ-ს პერსონალმა, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა თურმანიძემ, ასისტენტ პროფესორმა ნინო სამნიძემ მომავალ და საჯარო სკოლების მოქმედ მასწავლებლებს გააცნეს პროექტის ფარგლებში ციფრული კომპეტენციისა და უნარების გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ინოვაციური პროგრამები და ტრენინგკურსები. შეხვედრაზე გამოიკვეთა პედაგოგების საჭიროებები და დაიგეგმა ტრენინგი.
სრულად