12 დეკემბერი 2017 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში აკა მორჩილაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „მწერლების ყოველდღიურობა და ყოფა მე–19 საუკუნეში: ილია, აკაკი, ვაჟა, ყაზბეგი და სხვ“. მწერალი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს კლასიკოსების ბიოგრაფიასა და მათ მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილ წვლილზე ესაუბრა. საჯარო ლექცია კომპანია „ჯეოსელის“ სტუდენტური პროექტის „ვიცი“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობისა და შეხვედრების ციკლს მოიცავს.