ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

აკაკი წერეთელი - 175

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილე რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა სესიაზე მოხსენებები წაიკითხეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: „აკაკი და აჭარა“, „აკაკი და ქართული სალიტერატურო ენა“, „აკაკის პოეზია, აკაკის პროზა“, „აკაკის პუბლიცისტიკა“,  „ივანე გომართელის „ესკიზები“, „აკაკი წერეთლის ბიოგრაფია“ და „აკაკის იუმორი“. კონფერენციის დასასრულს, აკაკი წერეთლის მოთხრობის „ბაში-აჩუკის!“ გიულ მუქქერე სეზგინ ოზთურქის თურქულენოვანი თარგმანის წარდგინება შედგა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა