ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო ლექცია თურქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის

სურათი

თურქეთის რესპუბლიკის აბანთ იზეთ ბაისალის უნივერსიტეტის თურქული ენის მიმართულების ხელმძღვანელმა დოქტორმა ჰალით ქარათაიმ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ჰალით ქარათაიმ აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებსა და თურქეთისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს  კალიგრაფიის ხელოვნება და  მისი ასახვა პოეზიაში გააცნო.

თურქი პროფესორის  ვიზიტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურული საუბრები თურქოლოგიის სტუდენტებისათვის პერიოდულად, სხვადასხვა საინტერესო თემატიკაზე ტარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა