ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „რა უნდა ვიცოდეთ შშმ პირების მედიაგაშუქებაზე?“

სურათი

ბსუ-ში შვედური პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში, „მედიახმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ცხომელიძემ ტრენინგი ჩაატარა თემაზე: „რა უნდა ვიცოდეთ შშმ პირების მედიაგაშუქებაზე?“. ტრენინგში მონაწილეობდნენ ბსუ-ს  სამაგისტრო პროგრამის ციფრული მედია და ინოვაციების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოეწყო დოკუმენტური ფილმის „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“  ჩვენება და დისკუსია. ფილმი რეალურ ისტორიაზე, „გლადა ჰუდიკ თეატრის“  შექმნაზეა დაფუძნებული და მასში მთავარი როლების შემსრულებლები ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობები არიან. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა