ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვიზიტი ავეიროს უნივერსიტეტში

სურათი

„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის PEERS საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის მობილობის ფარგლებში, 31ოქტომბრიდან 4  ნოემბერის ჩათვლით ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის მოწვეული უფროსი მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი თამარ დოლიძე იმყოფებოდა  ავეიროს უნივერსიტეტში (პორტუგალია). ვიზიტის ფარგლებში თამარ დოლიძემ ჩაატარა ლექციები ენისა და კულტურათშორისო კომუნიკაციების თემებზე, ასევე ინგლისურ ენაზე ეფექტური ბიზნეს კომუნიკაციის თემებზე (სულ 8 საათი). თამარ დოლიძე ასევე დაესწრო ამავე ფაკულტეტის ბიზნეს ინგლისურის სასწავლო მოდულის ფარგლებში მაგისტრატურის სტუდენტების მიერ ჯგუფური პროექტების პრეზენტაციებს და მონაწილეობა მიიღო მათ შეფასებაში.

ვიზიტის ფარლებში სპეციალიზერებული ინგლისური ენის ლექტორებისათვის ჩატარდა ვორქშოპი თემაზე: სპეციალიზირებული ინგლისური ენის (ბიზნეს ინგლისური) მეცადინეობის დაგეგმვა ავთენტური მასალების გამოყენებით. ვორქშოპის შემდგომ გაიმართა დისკუსია და გამოცდლების გაზიარების მიზნით ინდივიდუალური შეხვედრები ინგლისური ენის სასწავლო კურსის აკადემიურ და მოწვეულ პირებთან. 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა