15 ოქტომბერი 2021 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტისა და ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი) ორგანიზებით ჩატარდა დოქტორი დეტლეფ ფონ დანიელსის (გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტი, გიოტინგენი, გერმანია) საჯარო ლექცია თემაზე: „ჰაიდეგერის გამოწვევა ლიბერალიზმისთვის, ანუ როგორ გადავიაზროთ პოლიტიკური ფილოსოფია“.
მოხსენებაში გაანალიზებული იყო თანამედროვე პოლიტიკურ ფილოსოფიაში ნაცისტებთან კავშირებისა და თავისი ანტისემიტური კომენტარების გამო „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებული ავტორის შეხედულებები. ასევე ხაზგასმული იყო ჰაიდეგერის ფილოსოფიის აქტუალობაზე არაინგლისურენოვანი ლიბერალური საზოგადოებისთვის. ამ მიზნით გაანალიზებული იყო ჰაიდეგერის მიერ ჰიოლდერლინის რეცეფცია და კანტის კატეგორიული იმპერატივის ჰაიდეგერისეული ინტერპრეტაცია.
ლექციის დასასრულს დეტლეფ ვონ დანიელსმა წარმოადგინა ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორაა შესაძლებელი პასუხის გაცემა ჰაიდეგერის გამოწვევაზე.
ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. მოხსენების საკვანძო თემები ინტერპრეტიტრებული იყო თანამედროვე ქართული პოლიტიკური რეალობის კონტექსტში.