ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში „Erasmus+”-ის პროექტის „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურათი

Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში”  (RURD – role of universities in the regional development) ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ,  აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა.

პროექტში ჩართულმა მკვლევრებმა: ბსუ-ში პროექტის კოორდინატორმა ასოც. პროფესორმა ხათუნა ბერიძემ, პროფესორებმა - მარინე გიორგაძემ და გაიოზ ფარცხალაძემ ღონისძიების მონაწილეებს პრეზენტაციები წარუდგინეს და ევროკავშირის რეგიონული უნივერსიტეტების თანამშრომლობით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

პროექტის ეგიდით ბსუ-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა აჭარის ა.რ. უმაღლეს საბჭოსთან, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, აჭარის ა.რ. ჯანდაცვის სამინისტროსთან, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და ნაგებობათა ტექნიკური მდგომარეობის შეფასების ცენტრთან.

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

2021 წლის 9 ივლისს პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი რექტორთა კონფერენცია რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა