იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ზამთრის სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ დასრულდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია დაიხურა. სკოლა ჩატარდა 2024 წლის 20-24 თებერვალს Erasmus+ პროგრამის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის ფარგლებში.  ზამთრის სკოლაში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 30 სტუდენტი, ასევე სტუდენტები უკრაინიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან.

 ზამთრის სკოლაში ლექციები წაიკითხეს მოდულის კოორდინატორმა, ჟან მონეს პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ, უკრაინის სამართლის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორებმა, მოდულის აკადემიურმა პერსონალმა, ვიცე-რექტორმა იური ბარაბაშმა, ჟან მონეს პროფესორმა ტეტიანა კომაროვამ, პროფესორმა ტეტიანა ანაკინამ, ჟან მონეს პროფესორმა ოლესეა პლოტნიკმა მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, და სერბეთის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მკვლევარმა, დოქტორმა მარკო მილენკოვიჩმა. ზამთრის სკოლის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს http://jeanmonnetchair.edu.ge/jmmodule

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა