ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრები
ბსუ-ს იურდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალური იურიდიული განათლების მომავლის საკითხებს. მონაწილეებმა განიხილეს იურდიული განათლების გამოწვევები შეფასებისა და განვითარების ახალი პერსპექტივების კუთხით. გამოიკევთა კონკრეტული პარამეტრები, რომელთა გათვალსიწინება აუცილებელი იქნება იურიდიული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტექნოლოგიური ელემენტების ინტეგრირებას დარგობრივ სასწავლო კურსებში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სასწავლო პროცესში, ინტერნაცინალიზაციის კუთხით უცხოური ელემენტების რესურსების გამოყენებას საგანამანთლებლო პროგრამების განხორციელებისას.