იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამართლის დეპარტამენტი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტი დაარსდა 2006 წელს იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სახელწოდებით. იგი იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულია. ბათუმის შოთა რუსთველის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რომლის სახეცვლილ ვარიანტსაც წარმოადგენს სამართლის დეპარტამენტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობის სახით 1991 წელს დაფუძნდა, ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის (რექტორი პროფ. ნური ვერძაძე)  ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე (დეკანი პროფ. მამია ფაღავა). 1992 წელს, სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაზაზე, ბათუმის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში დაარსდა იურიდიული ფაკულტეტი, რომელსაც დაარსებიდან 2004 წლამდე ხელმძღვანელობდა დოცენტი მურმან გორგოშაძე. სწორედ მასსა და მასთან ერთად იმ დროისათვის დეკანატში მომუშავე თანამშრომლებზე (დეკანის მოადგილე იზოლდა ავალიანი და შემდგომში ომარ ფარტენაძე, მდივნები: მარინა კვანტალიანი და ლალი ბაგრატია) გადადიოდა ახლად დაარსებული ფაკულტეტის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული სიძნელეები. ახლად ჩამოყალიბებულ ფაკულტეტზე გამოიკვეთა საქმიანობის შემდეგი ძირითადი მიმართულებები: მაღაკვალიფიციური იურიდიული კადრების შერჩევა, მოზიდვა და ფაკულტეტზე დასაქმება; შესაბამისი სახელმძღვანელოებითა და ლიტერატურით ფაკულტეტის მომარაგება; სასწავლო დისციპლინებში პროგრამებისა და მეთოდური მასალების მომზადება-გამოცემა.

ბათუმის შოთა რუსთველის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ოთხი კათედრისაგან შედგებოდა, ფაკულტეტის ძირითად კათედრას, რომელსაც შემდეგ გამოეყო სხვა კათედრები, წარმოადგენდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის კათედრა, რომელსაც დაარსებიდან ხელმძღვანელობდა  გამოცდილი იურისტი, მაშინდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე,  ამჟამად წარმატებული ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი. სწორედ მისი ძალისხმევით  დაკომპლექტდა  ფაკულტეტი დამსახურებული სწავლული და პრაქტიკოსი იურისტებით. ლექციების წასაკითხად მოწვეული იქნენ პროფესორები:  ბესარიონ ზოიძე,  ასლან აბაშიძე, ბადრი ნაკაშიძე, პრაქტიკოსი იურისტები: ვაჟა კვარაცხელია, დავით თამაზაშვილი, გოდერძი ბორჩხაძე, თემურ წულუკიძე, დავით კეკენაძე, რაჟდენ დიასამიძე, თემურ ქათამაძე, გივი დიასამიძე, ოთარ ქათამაძე, გიორგი ახალაია, ამირან ნაკაშიძე, თამაზ ბაზიაშვილი, ზურაბ აბაშიძე, ცარო სურგულაძე, ლეილა შეწირული, შუშანა კვაჭანტირაძე, ნარგიზ გვარიშვილი, თინა იმნაძე და სხვები.

დაარსებისთანავე და მომდევნო პერიოდში იურიდიულ ფაკულტეტს (ამჟმად სამართლის დეპარტამენტს), გვერდში ედგა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, რომელმაც მართლაც ,,დედა უნივერსიტეტის“ ფუნქცია შეასრულა ჩვენი ფაკულტეტისათვის. ფაკულტეტს მოევლინენ სახელგანთქმული პროფესორ-მასწავლებელები: ვალერი ლორია, რეზო ჭოღოშვილი, შოთა ფაფიაშვილი, აპოლონ ფალიაშვილი, ოთარ მელქაძე, გოგი თოდრია, გიორგი ხუროშვილი, ზურა ძლიერიშვილი, გია ლილუაშვილი, მარინა ცისკაძე და სხვები.

უდავოდ დიდია იურიდიული ფაკულტეტის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა წვლილი ფაკულტეტის ჩამოყალიბება-განვითარების საქმეში. პრაქტიკულად მათ  გაავლეს ფაკულტეტის შემდგომი წინსვლის პირველი ხნული.

გამოცდილ და ცნობილ იურისტებთნ ერთად ფაკულტეტს თანდათან შემოემატნენ ახალგაზრდა მასწავლებლები და გამოცდილი სპეციალისტები: იზოლდა ავალიანი, ომარ ფარტენაძე, ლამზირა ბოლქვაძე, ნინო ვაშაყმაძე, კახა ფალავანდიშვილი, რამაზ ბოლქვაძე, თენგიზ გორგოშაძე, ზვიად ვალიშვილი, თემურ ცეცხლაძე, მაია ჭყონია, ლამზირა ბოლქვაძე, ასლან ჭანიძე, მალხაზ დიასამიძე, როლანდ გოგიტიძე, ჯიმშერ ირემაძე, ლეილა ჭედია, მერაბ იაკობაძე, ბესო ბერიძე, ნუგზარ ზოსიძე, ჯემალ კარალიძე, ხათუნა კალანდარიშვილი, ზაზა რუხაძე, ედიშერ მახარაძე, თამარ სირია, ნინო წულუკიძე, მალხაზ აბულაძე, ნინო ვაშაყმაძე, თამაზ ბერიძე, თემურ ქათამაძე, სვეტლანა ლოგუა, ლინდა შალამბერიძე, ხათუნა ვარშანიძე, გელა თავდგირიძე, რამაზ ბოლქვაძე გიორგი მურვანიძე და სხვები.

  ვრცლად სამართლის დეპარტამენტის შესახებ

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა