იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბიალისტოკის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბსუ-ს 3-7 ივლისს, „ერაზმუს+“-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ბიალისტოკის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი იაროსლავ მატვიეიუკი, რექტორის აპარატის უფროსი, პროფესორი აგნიეშკა ბუიაკოვსკა და ბუნების ცენტრის დირექტორი,  დოქტორი ანა მატვიეიუკი  ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ რექტორის მოადგილეს, პროფესორ თამარ სირაძესა და ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ნათელა წიკლაშვილს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ხუხუნაიშვილს და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლევან ჯაყელსა და ფაკულტეტის პროფესორ- მასწავლებლებს. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, საერთაშორისო პროგრამების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

პროფესორი იაროსლავ მატვიეიუკი ასევე შეხვდა ბსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც 2023-2024 სასწავლო წელს  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაატარებენ ბიალისტოკის უნივერსიტეტში.

ვიზიტის ფარგლებში წევრებმა ბსუ-ს ფაკულტეტები მოინახულეს, გაეცნენ  საგანმანთლებლო პროგრამებს და სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობებს. ასევე დაათვალიერეს ფაკულტეტების ბაზაზე არსებული კლინიკა-ლაბორატორიები და ბსუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა