იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში-სტრატეგია და გამოწვევები“

სურათი

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა ირაკლი მანველიძემ, ლაშა ბაჟუნაიშვილმა, გელა ირემაძემ და გიგა ფარტენაძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამართულ კონფერენციაში  „დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში-სტრატეგია და გამოწვევები“.  ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში დეცენტრალიზაციის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიმართულებების, განხორციელების პრინციპების, დეცენტრალიზაციის სტრატეგიული მიზნების და ამოცანების, სტრატეგიის განხორციელების და მართვის მექანიზმების, მონიტორინგის და შეფასების შესახებ დიალოგის უზრუნველყოფა.

კონფერენცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის ფარგლებში გაიმართა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა