პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ღია კარის დღეები ბსუ-ში

სურათი


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრს ბათუმის N25, N9 და სოფელ ხალას საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ცენტრის პერსონალმა მოსწავლეებს ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები და უპირატესობები გააცნო. მოსწავლეებს უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ კი წარმატებული კურსდამთავრებული ანა მესხიძე ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა