ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს 2011 წლიდან ახორციელებს. დღეისათვის უნივერსიტეტში 9 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 305 სტუდენტი სხვადასხვა პროფესიას ეუფლება.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მოქნილი და ეფექტიანი სისტემის შექმნის მიზნით, ბსუ-ში 2018 წლის 5 ოქტომბერს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ,,პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი“. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:
- ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვა;
- უწყვეტი განათლება.
2020 წლის გაზაფხულიდან ცენტრი ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. N 15-ში მდებარე ახალ, თანამედროვე სასწავლო აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში განთავსდება.
2020 წლიდან ბსუ გეგმავს არსებული პროგრამების განახლებას და ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას: აღმზრდელი; ელექტროობა; საფინანსო სერვისები; ბუღალტრული აღრიცხვა; სატყეო საქმე; ინფორმაციის ტექნოლოგია; ტელეკომუნიკაცია; საექთნო საქმე; ფარმაცია; მებაღეობა; ასევე იგეგმება დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
ცენტრი ასევე ახორციელებს მოკლევადიან პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს.
უკან |