ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დამსაქმებლებთან შეხვედრა გაიმართა

სურათი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა კურსდამთავრებულ დამსაქმებლებს მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები, ახალი საბაკალავრო პროგრამის მოთხოვნები, დარგობრივი მახასიათებლები, სტრუქტურა და სასწავლო კურსების განვითარების დინამიკა გააცნო. მხარეებმა შეხვედრაზე ასევე შეაფასეს პროგრამების მიზნები, ამოცანები და სწავლის შედეგების პრაქტიკასთან დაახლოების ხელშემწყობი რეკომენდაციები წარმოადგინეს.  შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ნათია წიკლაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ანზორ ბერიძე და 30-მდე სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულების წარმომადგენლები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა