ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ვიზიტი უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტში

სურათი

9-10 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი კიევში, უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა უნივერსიტეტის მართვისა და ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან პროფესორ ანატოლი მიხნენკოსთან, მარკეტინგის კათედრის გამგესთან პროფესორ სერგეი სმერიჩევსკისთან, უახლესი ტექნოლოგიებისა და ლიდერობის ინსტიტუტის დირექტორთან დოცენტ ეკატერინა ბაბიკოვასთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ ალენა იაკოვლევასთან.

ბსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პრიორიტეტებისა და ინტერნაციონალიზაციის მოთხოვნების შესრულების მიზნით დაიგეგმა შემდეგი ერთობლივი აქტივობების განხორციელება: 1. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში უკრაინელი კოლეგების სამეცნიერო პოტენციალის ჩართვა (საერთაშორისო რეცენზირების კომპონენტის გაზრდა); 2. ერთობლივი სამეცნიერო პროექტების (კვლევების) განხორციელება; 3. სამეცნიერო კონფერენციის პერიოდულად ჩატარება; 4. მაღალრეიტინგულ ჟურნალებში ერთობლივი პუბლიკაციების შესრულება; 5. ეკონომიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების და ეკონომეტრიკის სწავლების გამოცდილების გაზიარება; 6. სასწავლო კურსების განხორციელების პროცესში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილების შესწავლა; 7. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების მართვის და კოორდინირების თავისებურებების შესწავლა.

11 ივლისს, პროფესორმა ვლადიმერ ღლონტმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭოს მუშაობაში, როგორც სადისერტაციო ნაშრომის შემფასებელმა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა