ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„საქართველოს ბანკის“ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის წარდგენა

სურათი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის „საქართველოს ბანკის“ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის წარდგინება გაიმართა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, დასაქმების პერსპექტივით ანაზღაურებადი ექვსთვიანი სტაჟირება გაიარონ „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალში. პროექტის მიზანია ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ტალანტების მოზიდვა და განვითარება. ინტენსიური და მრავალმხრივი განვითარების პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, დისკუსიებს და გუნდურ სამუშაოებს.

„საქართველოს ბანკის“  მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებთან ურთიერთობის ჯგუფის უფროსმა აჭარის რეგიონში ბიძინა სიხარულიძემ და უფროს ბიზნეს-ბანკირმა გიორგი ჭარტურიშვილმა სტუდენტებს  გამოცდილება გაუზიარეს და  „საქართელოს ბანკის“ ისტორია, მისია, მიზანი გააცნეს. თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა და „საქართველოს ბანკმა“ მომავალი ღონისძიებები დაგეგმეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა