იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus + Jean Monnet პროგრამის გამარჯვებულია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი Erasmus + Jean Monnet პროგრამის გამარჯვებულია. ბსუ-ს სახელით საერთაშორისო კონკურსზე პროექტი - ჟან მონეს მოდული „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაცია" იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ წარადგინა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მალხაზ ნაკაშიძეს მეორედ მიენიჭა ჟან მონეს პროფესორის სტატუსი და ახალი პროექტი ბსუ-ში მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.

ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. ბსუ-ში პირველი ჟან მონეს კათადრა „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა" 2020 წელს ჩამოყალიბდა (იხილეთ ვებგვერდი http://jeanmonnetchair.edu.ge).

ჟან მონეს მოდულის პროექტის ფარგლებში მომზადდება ახალი სასწავლო კურსი ევროკავშირში გაწევრიენების პოლიტიკური კრიტერიუმების შესახებ, ყოველწლიურად ჩატარდება ზამთრის სკოლა, საზაფხულო სკოლა, მრგვალი მაგიდა, საჯარო ლექციები, განხორციელდება კვლევა, და გამოქვეყნდება საერთაშორისო პუბლიკაციები ევროკავშირში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გაწევრიენების საკითხებზე.

პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესორები, ასევე საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგებლები და სხვა დაინტერსებული პირები. ჟან მონეს მოდულის განხორციელებაში როგორც ძირითადი აკადემიური პერსონალი ჩართული იქნება უკრაინის სამართლის ეროვნული უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ვიცე რექტორი იური ბარაბაში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა