ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

სემინარი: „მიკროკლიმატი და მისი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში”

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში ჩატარდა სემინარი თემაზე: ,,მიკროკლიმატი და მისი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში”. სემინარს უძღვებოდა მეცნიერი თანამშრომელი ნანა აფციაური. მკვლევარმა ისაუბრა ეკოლოგიური პირობების მიმართ მცენარეთა, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო კულტურების მგრძნობიარობაზე; ტემპერატურისა და სხვა კლიმატური პირობების აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებზე; ფენოლოგიური დაკვირვების მნიშვნელობაზე; ფიტოპათოგენური დაავადებებისა და მავნებლების განვითარების ინტენსივობის დამოკიდებულებაზე გარემო პირობებთან. მკვლევარმა აღნიშნა, რომ წაყინვების, სეტყვის, თქეშის, ზამთარში ძლიერი ყინვების, ლიპყინულის  და ზოგიერთი სხვა მოვლენის კონკრეტულ ადგილზე  დაფიქსირება და მონაცემების გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამეცნიერო კვლევებისთვის.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა