ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ფიტოპათოგენთა კულტურათა კოლექცია

ფიტოპათოგენთა კულტურათა კოლექცია ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტში 2005 წელს  საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის(ISTC) საგრანტო პროექტის № G-1093p ფარგლებში შეიქმნა. ლიოფილიზაციის მეთოდით შესაძლებელია პათოგენების ხანგრძლივი შენახვა. კოლექცია მუდმივი რევიზიის ქვეშ იმყოფება: მოწმდება შტამების სიცოცხლისუნარიანობა და პათოგენურობა, სისტემატურად მიმდინარეობს შევსება და განახლება.

ფიტოპათოგენთა კულტურათა კოლექციას ძალიან დიდი მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. იგი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია იმ  დამხმარე სამეცნიერო პროგრამათა ფუნდამენტალური ბაზისა, რომელიც გამოიყენება როგორც სასელექციო პროგრამებში, ასევე საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში.

ცხრილში 1 მოცემულია ინსტიტუტში ამჟამად დაცულ ძირითად ფიტოპათოგენთა სახეობრივი ჩამონათვალი. ისინი ძირითადად მიეკუთვნებიან  რისკის მე-2 ჯგუფს, ანუ ამ ფიტოპათოგენებს შეუძლიათ გამოიწვიონ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი კულტურების მასობრივი დაავადება ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში. გარდა აღნიშნულისა, იკვეთება  ქვეჯგუფი პათოგენებისა, რომელთა მიმართ არ არსებობს  კონტროლის ეფექტური ღონისძიებები და ზოგიერთი მათგანი (Alternaria solani, Fusarium sambucinum)  არა მარტო მცენარეთა დაავადებების, არამედ ადამიანის მიკოზისა და მიკოტოქსიკოზის გამომწვევებიცაა.

ფიტოპათოგენთა კოლექციაზე მუშაობას კიდევ უფრო განამტკიცებს ინსტიტუტში ამჟამად მიმდინარე ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი FR/329/10–101/12 „მცენარეთა პათოგენური მიკროორგანიზმების კულტურათა ეროვნული კოლექციის შექმნა“.  

ცხრილი 1. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში დაცული ფიტოპათოგენთა კოლექციის სახეობრივი შემადგენლობა (2014წ)

  ცხრილი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა