ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გრძელვადიანი სტრატეგია

  • ფიტოპათოლოგიური და ბიომრავალფეროვნების მიმართულების კვლევების შესაბამისობა ქვეყნისა და რეგიონის სტრატეგიასთან.
  • სამეცნიერო კვლევების თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტებში მოქცევა.
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება.
  • აქტიური თანამშრომლობა ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს სასწავლო - საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებთან.
  • ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დაახლოება, მჭიდრო თანამშრომლობა.
  • უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში ინსტიტუტის სამეცნიერო რესურსის აქტიური ჩართულობა.
  • სამეცნიერო რესურსის აქტიური განვითარება, განათლების დონის ამაღლება, ქვეყნის ინოვაციურ მიდგომებთან თანაარსებობა და მოღვაწეობა.
  • სამეცნიერო პერსონალის საშუალო ასაკის გაძლიერება.
  • ავტორიტეტული და უახლესი კვლევების მოზიდვა.
  • ფიტოპათოლოგიური და ბიომრავალფეროვნების მიმართულების კვლევების შესაბამისობა ქვეყნისა და რეგიონის სტრატეგიასთან.
  • ფუნდამენტური კვლევების მაღალი ხარისხის მიღწევა.
  • გამოყენებითი კვლევების დანერგვის და  გაფართოების მექანიზმის შემუშავება.
  • ინტერედისციპლინარული კვლევების განვითარება და ხელშეწყობა.
  • კვლევის შედეგების ასახვა მაღალინდექსირებულ და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამომცემლობებში, საავტორო უფლებების მოპოვება.
  • კვლევის შედეგების პრაქტიკული დანერგვა.
  • სამეცნიერო პერსონალის აქტიური ჩართულობა ბიზნესსექტორსა და სხვა სფეროებთან საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობით.
  • ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა.
  • საგრანტო დაფინანსების  მოძიება.
  • სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება.
  • საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება. 
  • ინსტიტუტში ფიტოპათოლოგიური და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით  მიმდინარე კვლევებით ერთგვარი პლაცდარმის შექმნა  შედეგებისა და მიღწევების პრაქტიკაში აქტიურად დასანერგად, კერძოდ:
  • სასურსათო  და ბიოლოგიური უსაფრთხოების ამაღლება ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლის, დაცვისა და შენარჩუნების გზით.
  • ძირითადი სასოფლო - სამეურნეო (ციტრუსი, სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურა, მარცვლეული სტრატეგიული კულტურები, ვაზი, კარტოფილი, ბოსტნეული) და სხვა მნიშვნელოვანი კულტურების  სოკოვანი,  ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და ბრძოლის ღონისძიებების შემუშავება.
  • ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებების გამომწვევი პათოგენების (მათ შორის, საკარანტინო)  ბიოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებების შესწავლა და მათი კონტროლის ღონისძიებების შემუშავება.
  • მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკებისა და  სემინარების  ჩატარება.
  • აჭარაში გავრცელებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული  ხეხილოვნების ბიო-მრავალფეროვნების შესწავლა, იშვიათი და სამეურნეო თვალსაზრისით პერსპექტიული ჯიშების გამოვლენა, გენოფონდის შენარჩუნების მიზნით  მათი კონსერვაცია.
  • საქართველოში არსებული ნარინჯოვანი მცენარეული კულტურების მრავალფეროვნების შესწავლა, იშვიათი, ქრობადი, ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული, სამეურნეო თვალსაზრისით პერსპექტიული ჯიშების, ჰიბრიდების, მუტანტების გამოვლენა, გენოფონდის შენარჩუნებისა და მრავალმხრივი  გამოყენების მიზნით  მათი კონსერვაცია.
  • უცხოეთიდან ახალინტროდუცირებული ციტრუსის ჯიშების მეცნიერული შესწავლა და რეგიონის მეურნეობაში დანერგვის რეკომენდაციების შემუშავება.
  • აჭარის ფლორაში გავრცელებული ინვაზიური, ადვენტური მცენარეული სახეობების გამოვლენა და შესწავლა.
  • აჭარის ზღვისპირეთის ფლორაში მაღალი ანტიმიკრობული მოქმედების მცენარეების გამოვლენა; ადგილობრივ (მათ შორის, ენდემურ) და ინტროდუცირებულ ფლორაში სამკურნალო თვისებების მქონე ახალი მცენარეული სახეობების შესწავლა სამკურნალო მემცენარეობასა და  მედიცინაში დანერგვის თვალსაზრისით.
  • კოლხეთის ჭარბტენიანი ჰაბიტატების (სფაგნუმიანი ტორფნარები, რელიქტური ტორფნარი ტყე, მტკნაწყლიანი ტბორები, სანაპირო ქვიშიანი დიუნები, ჭარბტენიანი მდელოები)  ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა  და გონივრული  გამოყენების, ბუნებრივი რესურსების სერვისის საფუძვლების შემუშავება. ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების („პალუდიკულტურა“, კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროექტები და სხვა) განხორციელება, რომლებიც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს რეგიონსა და ქვეყანას.
  • შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზონის იხტიოფაუნისა და ძუძუმწოვრების კვლევის შედეგების წარმართვა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ეკოსისტემური მიდგომისა და პასუხისმგებლიანი მეთევზეობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა