ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ქედაში ჯანმრთელობის კლინიკა ჩატარდა

სურათი

ქედის მუნიციპალიტეტში, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა ჩაატარეს, რომელიც ითვალისწინებდა ადგილობრივი ფერმერებისათვის დაავადებული მცენარეების უფასო შემოწმებას. კლინიკას ფერმერებმა 35 დაავადებული მცენარის ნიმუში წარუდგინეს. მეცნიერებმა ვიზუალური დათვალიერებისა და შემდგომში, ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე დაადგინეს დაავადებები. მიღებული შედეგების პასუხები ინდივიდუალურად გადაეცათ ფერმერებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა