ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინიტროს ორგანიზებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის აგროსერვისცენტრის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა მოეწყო. მკვლევრებმა ფერმერებს საველე პირობებში უფასო კონსულტაციები გაუწიეს, მათ მიერ წარმოდგენილ დაავადებულ მცენარეებს დიაგნოზი დაუსვეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. ინსტიტუტი ფერმერებს ასევე სთავაზობს დაავადებული მცენარეების ფუდამენტალურ კვლევებს ლაბორატორიულ პირობებში. მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკა 13 ივლისს ხელვაჩაურში გაიმართება, 15 ივლისს - ქედაში, ხოლო 17 ივლისს - ხულოში.
უკან |