2014 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებისა და დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის შემდეგმა პროექტებმა:
ფუნდამენტური კვლევის მიმართულებით:
„კარტოფილის საკარანტინო დაავადების - მურასი დამპლის შესწავლა და მასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების შემუშავება“, (FR/460/10-101/14, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორი გალინა მეფარიშვილი).
გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გამარჯვებული პროექტი:
,,აჭარა-გურიის მანდარიის ბაღების არსებული მდგომარეობის შესწავლა და რეაბილიტაციისთვის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა“ (AR/22/3-109.14, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი ნელი ხალვაში).
დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსის გამარჯვებული პროექტები:
1.,,ხორბლის ყვითელი ჟანგას ადგილობრივი პოპულაციისადმი გამძლეობის ახალი დონორების დაკონტროლის სხვა ეფექტური საშუალებების გამოვლენა“, (DO/104/10-101/14, დოქტორანტი ქეთინო ნაცარიშვილი, ხელმძღვანელი ბიოლოგიის დოქტორი ზოია სიხარულიძე);
2 . ,,აჭარისა და აჭარა-ლაზეთის ალკალოიდშემცველი ენდემური მცენარეული სახეობების შესწავლა მედიცინაში გამოყენების მიზნით“ (DO/312/8-404/14, დოქტორანტი დალი ბერიძე, ხელმძღვანელი პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, ბიოლოგიის დოქტორი მარიამ მეტრეველი.
უკან |