აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

„ეკოგანათლება და კვლევითი კომპონენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა, აგრარულ და მემბრანულ ტექნოლოგიებში“

სურათი

12-14 მაისს, ბსუ-ს  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის და  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ჩართულობით,  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარდა ერთობლივი ტრენინგ-მოდული ,,ეკოგანათლება და კვლევითი კომპონენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა, აგრარულ და მემბრანულ ტექნოლოგიებში“.  ტრენინგის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ: აჭარის რეგიონის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და ქუთაისის საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო მიმართულებისა და დაწყებითი განათლების მასწავლებლები.

ტრენინგი ჩატარდა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევართა და თანამშრომელთა მონაწილეობით. სწავლება მიზნად ისახავდა ბსუ-ს მესამე მისიის – საზოგადოებასთან, მათ შორის სკოლებთან, ურთიერთობის ფარგლებში, საბუნებისმეტყველო, აგრარული, ტექნოლოგიური, ეკოლოგიის დარგების პოპულარიზაციას, აგრეთვე ინსტიტუტის კვლევითი თემატიკისა და მისი სამეცნიერო ლაბორატორიების გაცნობას.

  ტრენინგზე მონაწილეთა აქტიური ჩართულობით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • ზუსტი კონცენტრაციის ხსნარების დამზადების და pH–ის განსაზღვრის ხერხები;
  • ელემენტების და იონების განსაზღვრა წყალსა და ნიადაგში ულტრაიისფერსპეტრომეტრზე და პლაზმურ ატომურ ემისიურ სპექტრომეტრზე;
  • სასმელი და ბუნებრივი წყლების მიკროორგანიზმებით დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა, კოლიფორმული ბაქტერიების საერთო რაოდენობის დადგენა;
  • ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა (pH, ჰუმუსი, საერთო აზოტი);
  • ნიტრატების თვისობრივი განსაზღვრა ბოსტნეულ კულტურებში;
  • ჩამდინარე წყლების გაწმენდა ნათობპროდუქტებისგან სორბციული მეთოდებით;
  • მემბრანების სინთეზი და ფორების ზომების განსაზღვრა ფორომეტრზე;
  • ტანინის განსაზღვრა მწვანე და შავი ბაიხის ჩაიში;
  • ვიტამინი C-ის თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა ლიმონსა და ჩაიში;საველე კვლევების მეთოდოლოგია.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: ბარომემბრანული და ელექტრომემბრანული პროცესების, კალიუმის შემცველი ახალი თაობის სასუქის მიღების ტექნოლოგია; ციტრუსების და ყურძნის გადამუშავების პროცესში გამოყენებულ აპარატურა; ღვინომასალიდან ნახევრად ტკბილი ღვინის დამზადების ტექნოლოგია.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ლექციები თემებზე:

  • ადამიანის ყოფიერება და წყალი;
  • ნიადაგის ნაყოფიერების როლი მცენარეთა ზრდა-განვითარების საქმეში;საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტანდარტები სკოლებში დაწყებით საფეხურზე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით;
  • აჭარის ეკოსისტემების მრავალფეროვნება, საფრთხეები და მათი მიზეზები.

 ტრენინგის მსვლელობისას, გამოყენებული იყო საგანმანათლებლო მეთოდები: ვერბალური; დემონსტრირების; ინდივიდუალური და ჯგუფური პრეზენტაცია; ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობა; დისკუსია-დებატები; ეკოტური საველე-ექსპედიციური მეთოდით; შეჯამება, შეფასება, უკუკავშირი.

ტრენინგის დასასრულს მოეწყო  ეკოტური ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ბუნებრივი და ხელოვნური ეკოსისტემების გაცნობის მიზნით. ბოტანიკური ბაღში მონაწილეები გაეცნენ სათესლე მასალის შეგროვება–შენახვის და ჰერბარიუმების დამზადების ტექნოლოგიებს. ტრენერებს და მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა