აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

აგრარული და კვების პროდუქტების ტექნოლოგიების განყოფილება

აგრარული და კვების პროდუქტების ტექნოლოგიების განყოფილება მუშაობს კვების პროდუქტების წარმოების ახალი ენერგო დამზოგავი, რაციონალური და უნარჩენო ტექნოლოგიების შექმნაზე. მათ საფუძველზე ადგილობრივი ნედლეულიდან: ციტრუსოვნები, სუბტროპიკული ხურმა, კივი, მოცვი, წყავი, ჩაი, ვარდკაჭაჭა და სხვა. მიიღება ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი კვებითი და ბიოლოგიური ღირებულების მქონე პროდუქტები: ნატურალური კონცენტრატები, წვენები, ნექტრები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, გრანულირებული ჩაი, ჩაის კონცენტრატი და სხვა.

განყოფილება აწარმოებს კვლევებს მეჩაიეობის დარგის განვითარებისათვის და ამუშავებს ტექნოლოგიებს ჩაის ახალი სახის პროდუქციის წარმოებისათვის, რომელიც “მოხმარებისათვის მზა ჩაის” (RTD ready-to-drink tea) სახელწოდებითაა ცნობილი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სასმელია. ახალი პროდუქტისათვის საფუძველი გამომუშავება უშუალოდ ნედლი ჩაის ფოთლებით და მას მიეცა სახელწოდება „თხევადი ჩაი“. კვლევები მიმდინარეობს სამკურნალო მცენარეებზეც, რომელთა გამოყენებით ჩაი კიდევ უფრო სასარგებლო იქნება.

ასევე მიმდინარეობს კვლევები აჭარაში გავრცელებული აბორიგენული და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშებიდან სხვადასხვა ტიპის ღვინის წარმოების ტექნოლოგიების შემუშავებაზე.

განყოფილების თემატიკა:

  1. აჭარაში გავრცელებული ვაზის უნიკალური ჯიშებიდან სუფრის თეთრი, წითელი და ვარდისფერი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და ცქრიალა ღვინოების საცდელი ნიმუშების დამზადება და მათი ბიოქიმიური, ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების დადგენა;
  2. აჭარის სუბტროპიკულ ზონაში მოყვანილი ვარდკაჭაჭას და ტოპინამბურის ბიოაქტიური ნაერთების გამოკვლევა და მათი ეფექტური გამოყენების ტექნოლოგიების დამუშავება;
  3. საერთო და პროფილაქტიკური დანიშნულების ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება;
  4. ეკოლოგიურად უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი პროდუქტების წარმოები-სათვის ჩაის ნედლეულის კომპლექსური გადამუშავების რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების შემუშავება;
  5. პოლიფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია სუბტროპიკულ ზონაში გავრცელებული სუბტროპიკული ნედლეულიდან.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა