Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

კონკურსი შავი ზღვის აქსელერატორი მდგრადი ლურჯი ეკონომიკის მხარდასაჭერად

სურათი

გამოცხადდა კონკურსი შავი ზღვის აქსელერატორი მდგრადი ლურჯი ეკონომიკის მხარდასაჭერად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აპლიკანტებს (როგორც ფიზიკური პირებს, ისე ორგანიზაციებს) შავი ზღვის რეგიონიდან, ასევე რეგიონის გარე განმცხადებლებს, რომლებიც ახორციელებენ ახალი მეთოდების იმპორტს შავი ზღვის რეგიონში. სამომავლოდ გათვალისწინებული იქნება ასევე განაცხადების მიღება ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მეშვეობითაც, რომელთა მოწოდება შესაძლებელი იქნება ონლაინ. სერვისები მოწოდებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, თუმცაღა შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევებში განხილულ იქნას სხვა ენებიც (ექვემდებარება დაზუსტებას).

დასაშვებია როგორც განვითარებადი, ისე უკვე დამკვიდრებული (ბაზრისთვის მზადმყოფი) წინადადებების წარმოდგენა (ტექნოლოგიური მზადყოფნის დონით 4 ან უფრო მაღალი)

თანამშრომლობის შემდეგ სფეროებში:

  • ოკეანეზე დაკვირვება და მონიტორინგი
  • პორტები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა
  • მეთევზეობა და აკვაკულტურა
  • ტურიზმი და რეკრეაციული საქმიანობები
  • ლურჯი ბიოტექნოლოგიები და დაკავშირებული პროდუქტები
  • მდგრადი და განახლებადი ენერგია
  • ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომები და სერვისები (სანაპირო/საზღვაო)

განაცხადები განხილვისას შემდეგი ელემენტებით შეფასდება:

  • კონცეფცია და ინოვაციურობა
  • გადაწყვეტის ზემოქმედება
  • ბიზნეს მოდელი მთლიანობაში
  • ინფორმაცია გუნდის შესაძლებლობებისა და სტრუქტურის შესახებ
  • არსებული (შესაძლებელი) კაპიტალი გადაწყვეტის მხარდასაჭერად
  • მოტივაცია და მოლოდინები აქსელერატორის მიმართ

კითხვების და დამატებითი საკითხების გასარკვევად მიმართვა შესაძლებელია ელფოსტით შემდეგ მისამართზე:   acceleratorblacksea@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 31 ოქტომბერი, 18:00 CET.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ დანართში.

 

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა