Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

პროექტების წერისა და კონსულტაციების ბანაკი

სურათი

„ჰორიზონტი ევროპა“ ევროკომისიის მხარდაჭერით  მკვლევრებსა და ინოვატორებს იწვევს კოლაბორაციული კვლევითი პროექტების წერისა და ინდივიდუალური საექსპერტო კონსულტაციების სამდღიან ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. ბანაკი გაიმართება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და ხელს შეუწყობს საქართველოს წარმომადგენლების მიერ მაღალი ხარისხის საპროექტო წინადადებების მომზადებასა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ქსელებში მათ ინტეგრაციას.

ღონისძიებების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ეროვნული საკონტაქტო პირების (NCP) ნახევარდღიანი ტრენინგი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ აქტივობებზე პრაქტიკული რჩევების მიწოდებას ევროპის ჩარჩო პროგრამის ხელშეწყობისთვის და დაეხმარება ეროვნულ საკონტაქტო პირებს, განავითარონ და დაგეგმონ სერვისები კარგად გააზრებული სტრატეგიული მიდგომის გამოყენებით, რათა “ჰორიზონტი ევროპა” გახდეს მეტად ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის.

თუ გსურთ ისწავლოთ ან გააუმჯობესოთ პროექტების წერის უნარები და შექმნათ “ჰორიზოტნი ევროპას” სტანდარტების შესაბამისი წინადადებები, გირჩევთ გამოიყენოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა.

ლოკაცია: თბილისი

დრო: 16-18 ოქტომბერი, 2023 წ.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია:

https://proposalwritingcampgeorgia.service-facility.eu/

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა