Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

პარტნიორის მოძიება

სურათი

კოლაბორაციული პროექტები: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების უმეტესობა კოლაბორაციული ტიპისაა. აღნიშნული გულისხმობს კონსორციუმის შექმნას, რომელიც შედგება ევროკავშირის ქვეყნებსა და/ან ჰორიზონტი ევროპის პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებში დაფუძნებული სულ მცირე სამი ორგანიზაციისგან.  აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მხარდაჭერით ფუნქციონირებს სხვადასხვა პარტნიორთა საძიებო სერვისი, რომლის მიზანია ჰორიზონტი ევროპის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს დახმარება გაუწიოს შესაბამისი პარტნიორების მოძიებაში.  აღნიშნულ სერვისებზე შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენი თანამშრომლობის შეთავაზება.

ჰორიზონტი ევროპის მიზანია, გააფართოვოს ევროკავშირის საერთაშორისო კვლევებში თანამშრომლობა, შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არა-ევროკავშირის ქვეყნების მკვლევრებთან თანამშრომლობისა და მათთან ერთად პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოება.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

http://horizoneurope.org.ge/ka/text/16

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა