სტრატეგიული განვითარების სამსახური

TEMPUS

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი 2000 წლიდან ჩართულია ტემპუსის საერთაშორისო საგრანტო პროექტებში. განსაკუთრებით აქტიური მონაწილეობა ამ მიმართულებით 2010 წლიდან დაიწყო. რამდენიმე საგრანტო პროექტი წარმატებით დასრულდა.  ამჟამად მიმდინარე 15 პროექტიდან 14 ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ევროპელ ექსპერტებთან და პარტნიორ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას.

ტემპუსუს პროექტის ფარგლებში ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნასა და უკვე არსებულის დახვეწა-გაუმჯობესებაზე მუშაობს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორთა სამუშაო ჯგუფები ტურიზმის, მათემატიკის, ევროპისმცოდნეობის, ინჟინერიის და განათლების მიმართულებით.

უნივერსიტეტის მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და საუნივერსიტეტო რეფორმის საკითხს ეხება ის საგრანტო პროექტები, რომელთა მიზანია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის, კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ასევე დამსაქმებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, უნივერსიტეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთათვის და ასევე სწავლა სიცოცხლის მანძილზე კონცეფციის დანერგვა უმაღლეს სასწავლებელში. აღსანიშნავია, რომ ტემპუსის ორი საგრანტო პროექტი უშუალოდ ემსახურება სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისის გაუმჯობესების საკითხებს და სტუდენტთა კარიერული განვითარების სერვისების დანერგვას.

ტემპუსის პროექტის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის , გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ჰოლანდიის, აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული უნივერსიტეტები, ასევე კავკასიის რეგიონის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა