სტრატეგიული განვითარების სამსახური

სტრატეგიული განვითარების სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურის  (შემდგომში – სამსახურის) სტატუსს, ფუნქციებს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 
2. სამსახური არის უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეული.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან, სხვა სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებთან უნივერსიტეტის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ბ) უნივერსიტეტის ინტელექტუალური საქმიანობის პოპულარიზაცია/კომერციალიზაციისათვის ხელშეწყობა, კვლევებისათვის ფინანსური/მატერიალური  ფონდების მოძიება;
გ) ახალი საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მოძიება  და საგრანტო პროექტების მომზადება-განხორციელებისთვის უნივერსიტეტის პერსონალისთვის  საკონსულტაციო მომსახურება;
დ) უნივერსიტეტის პერსონალისთვის  სახელმწიფო და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების  მუშაობის სპეციფიკის, საკონკურსო პირობების გაცნობა და პროექტების მართვის საკითხებში კონსულტაციებისა და ტრენინგების ჩატარება;
ე)უნივერსიტეტის პერსონალისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა ინოვაციური იდეების დაპატენტებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით;
ვ) ინოვაციური პროექტების განხორციელების მიზნით საქმიანი კონტაქტების დამყარება არასაუნივერსიტეტო ცენტრებთან,  უცხოურ უნივერსიტეტებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან, ბიზნეს-სექტორთან; კვლევების შედეგების კომერციალიზაციის და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ზ) სხვა უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორობით სტუდენტების,  სპეციალისტების პროფესიული ზრდის, მეცნიერ-მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამების  ხელშეწყობა-განხორციელება (სტაჟირება, სწავლება, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, სხვადასხვა დარგის გამოჩენილი მეცნიერების მოწვევა ლექციების ჩატარების მიზნით და ა.შ.)
თ) უნივერსიტეტში  წარდგენილი/მიმდინარე/შესრულებული პროექტების, მათ შორის საგრანტო პროექტების რეგისტრაცია და შესრულების მონიტორინგი.
ი)  სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მიღება, უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში გავრცელება. ამ ინფორმაციის უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე განთავსებისათვის ხელშეწყობა;  
კ) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საინფორმაციო ბაზის შექმნა, მათთან კავშირის შენარჩუნება და  გამყარება; კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდის ხელშეწყობა;
ლ) უნივერსიტეტში  სამეცნიერო კონფერენციების, სკოლა-სემინარებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზების ხელშეწყობა;

მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. სამსახურის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მის შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის; 
დ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; 
ე) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზით ადასტურებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) წარადგენს ანგარიშს  ნებისმიერ დროს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;
ზ) წარუდგენს რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის ფუნქციების შესასრულებლად;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს ცალკეულ საკითხებზე;
კ) პერიოდულად ისმენს სამსახურის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ)  ახორციელებს ამ დებულებით, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მართვის სხვა ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

მუხლი 4. სამსახურის  მოსამსახურეები

1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2.  მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, სამსახურის უფროსის დავალებებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
3. სამსახურის მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით,  წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა