გამოსათხოვარი
8 ივნისი 2026 წელი

გამოსათხოვარი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (და არა მხოლოდ) დიდი დანაკლისი განიცადა. 5 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მათემატიკის ცნობილი პროფესორი, ბატონი ვლადიმერ ბალაძე გარდაიცვალა. ბატონი ვლადიმერი რომ უდავოდ დიდი პიროვნება ბრძანდებოდა, მინიმუმ ამ დღეებში მისი ფოტოებით აცრემლებული სოციალური ქსელები ცხადყოფს. დანაკლისი დიდია, აუნაზღაურებელიც კი. წავიდა ის, ვისითაც ძალიან ვამაყობდით. მსოფლიო დონის მეცნიერ-მკვლევარი იმიერ საქართველოში გადაცხოვრდა. მშობლიური გეგელიძეები მისთვის საფიცარი იყო. გზა, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან გეგელიძეებამდე, გრძელი, ემოციური და სევდიანია. მშვიდობით ჩვენო მასწავლებელო. დღეს ჩვენ, თქვენი მოწაფეები (თქვენ ხშირად ამბობდით სიტყვა მოწაფეს), ქედმოხრილნი, დიდ ვლადიმერ ბალაძეს ვემშვიდობებით.
სრულად