
ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის - 'Going Global Partnerships' ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი - TNE Exploratory Grants 2026, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს და დიდი ბრიტანეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ინიცირებასა და გაღრმავებას.
საგრანტო პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა, საგრანტო შეთანხმების ნიმუში და სხვა საჭირო მასალა) ხელმისაწვდომია ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე: https://opportunities-insight.britishcouncil.org/short-articles/opportunities/tne-exploratory-grants-2026
კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელფოსტაზე: goingglobalpartnerships-TNE@britishcouncil.org განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ივლისი. განაცხადის წარმდგენი ინსტიტუცია (ე.წ. Lead institution) უნდა იყოს ბრიტანული უნივერსიტეტი.