საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

ECOSOLVE4BlackSea

„ინოვაციური თანამშრომლობითი გადაწყვეტილებების გამოყენება შავი ზღვის აუზის რეგიონებში ევტროფული და ანოქსიური წყლის ეკოსისტემების ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“ (ECOSOLVE4BlackSea – BSB01268)

ECOSOLVE4BlackSea (BSB01268) არის ტრანსნაციონალური პროექტი Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზის ევტროფული და ანოქსიური წყლის ეკოსისტემების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ინოვაციური თანამშრომლობითი გადაწყვეტილებების, თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიებისა და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გამოყენებით.

პროექტი ხორციელდება პროგრამული პრიორიტეტის — „სუფთა და მწვანე რეგიონი“ (Clean and Green Region) ფარგლებში და შეესაბამება სპეციფიკურ მიზანს RSO2.7 — ბუნების, ბიომრავალფეროვნებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის დაცვისა და შენარჩუნების გაძლიერება, მათ შორის ურბანულ ტერიტორიებზე, და ყველა ფორმის დაბინძურების შემცირება.

პროექტის ძალაში შესვლის თარიღი: 2026 წლის 22 აპრილი

პარტნიორები:

საბერძნეთი — მაკედონიისა და თრაკიის დეცენტრალიზებული ადმინისტრაცია (Decentralised Administration of Macedonia–Thrace – DAMT, წამყვანი პარტნიორი);

უკრაინა — უკრაინის ზღვის ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი (Scientific Research Institution “Ukrainian Scientific Center of Ecology of the Sea” – UkrSCES);

ბულგარეთი — ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტი (Institute of Oceanology – Bulgarian Academy of Sciences – IO-BAS);

საქართველო — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (LEPL Batumi Shota Rustaveli State University – BSU);

საბერძნეთი — საბერძნეთის სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია „დიმიტრა“ (Hellenic Agricultural Organization – DIMITRA – ELGO-DIMITRA);

რუმინეთი — დუნაის დელტის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტი (Danube Delta National Institute for Research and Development – DDNI/INCDDD).

ძირითადი მიზნები:

  • შავი ზღვის აუზის ევტროფული და ანოქსიური წყლის ეკოსისტემების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • ევტროფიკაციისა და მისი მავნე ზემოქმედების შემცირება შავი ზღვის აუზის წყლის ეკოსისტემებზე;
  • წყლის ხარისხის გაუმჯობესებისა და ბიომრავალფეროვნების აღდგენის ხელშეწყობა;
  • სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული დამაბინძურებლების წყლის ეკოსისტემებზე ზემოქმედების შემცირება;
  • ინოვაციური და თანამშრომლობითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა;
  • თანამედროვე მონიტორინგის, ციფრული და ანალიტიკური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა;
  • შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება;
  • რეგიონის ეკოლოგიური და ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესება.

ძირითადი აქტივობები:

  • შავი ზღვის აუზის წყლის ეკოსისტემების მდგომარეობის, ევტროფიკაციისა და ანოქსიის პროცესების კვლევა და მონიტორინგი;
  • წყლის ხარისხისა და გარემოს მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
  • ინოვაციური მონიტორინგისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების გამოყენება;
  • ტრანსნაციონალური Living Labs-ის შექმნა და ფუნქციონირება საბერძნეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, საქართველოში და უკრაინაში;
  • მეცნიერების, სახელმწიფო უწყებების, ინდუსტრიის წარმომადგენლების, ადგილობრივი თემებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • ერთიანი ელექტრონული პლატფორმისა და ელექტრონული ინსტრუმენტების (e-tools) განვითარება;
  • წყლის ეკოსისტემების მონიტორინგისა და მართვის ინოვაციური მიდგომების საპილოტე გამოცდა;
  • სოფლის მეურნეობიდან წარმოქმნილი დამაბინძურებლების შემცირებისა და მდგრადი პრაქტიკის ხელშეწყობა;
  • პროექტის მონაწილე ქვეყნებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
  • საერთაშორისო შეხვედრების, Living Labs-ის ღონისძიებების, სამეცნიერო აქტივობებისა და პროექტის შედეგების გავრცელების ღონისძიებების ორგანიზება.

პროექტის საერთო ბიუჯეტი: 1 501 124,40 ევრო (Interreg-ის დაფინანსება – 90%, პარტნიორების თანადაფინანსება – 10%); BSU-ს, როგორც პროექტის პარტნიორის, ბიუჯეტი – 189 775,20 ევრო.

ECOSOLVE4BlackSea დაფინანსებულია Interreg NEXT შავი ზღვის აუზის 2021–2027 წლების პროგრამის მიერ.

პროექტის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა