საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

E-Aquaf

„ჭკვიანი აკვაკულტურა“ (Smart Aqua Farming – e-AQUAF, BSB01009)

e-AQUAF (BSB01009) არის 30-თვიანი ტრანსნაციონალური პროექტი Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში მდგრადი და ჭკვიანი აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობას თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიების, ციფრული გადაწყვეტილებებისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით.

პროექტის ხანგრძლივობა: 2026 წლის 5 თებერვალი – 2028 წლის 4 აგვისტო

პარტნიორები:

რუმინეთი (DDNI - Danube Delta National Institute for Research and Development – წამყვანი პარტნიორი),

სომხეთი (ICARE - Danube Delta National Institute for Research and Development),

ბულგარეთი (IYII - Institute of Fish Resources),

საბერძნეთი (RIE - Research Institute of Environment),

საქართველო (BSU - Batumi Shota Rustaveli State University ),

უკრაინა (UABSC - Ukrainian Aquaculture and Biodiversity Support Center).

ძირითადი მიზნები:

  • შავი ზღვის აუზში მდგრადი და ჭკვიანი აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • წყლის ხარისხისა და გარემოს მდგომარეობის თანამედროვე მონიტორინგის სისტემების დანერგვა;
  • ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენება;
  • AQUA-SMART ციფრული პლატფორმის განვითარება;
  • წყლის ხარისხის, გარემოსდაცვითი და აკვაკულტურის მონაცემების ინტეგრირება და ანალიზი;
  • პროექტის მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

ძირითადი აქტივობები:

  • რუმინეთში, ბულგარეთსა და საქართველოში წყლის ხარისხის მონიტორინგის სადგურების შექმნა;
  • წყლის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრების მონიტორინგი;
  • AQUA-SMART ციფრული პლატფორმის განვითარება და მონაცემთა ინტეგრირება;
  • თანამგზავრული და ადგილზე (in-situ) მონიტორინგის მონაცემების გამოყენება;
  • მონაცემთა ანალიზისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტების განვითარება;
  • დაინტერესებული მხარეების, სამეცნიერო დაწესებულებებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობა;
  • საერთაშორისო შეხვედრების, ტრენინგებისა და პროექტის შედეგების გავრცელების ღონისძიებების ორგანიზება.

პროექტის საერთო ბიუჯეტი: 1 395 377,73 ევრო (Interreg-ის დაფინანსება – 90%, პარტნიორების თანადაფინანსება – 10%); BSU-ს, როგორც პროექტის პარტნიორის, ბიუჯეტი – 101 310,30 ევრო.

e-AQUAF დაფინანსებულია Interreg NEXT შავი ზღვის აუზის 2021–2027 წლების პროგრამის მიერ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა