“შავი ზღვის ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება ხელოვნური რიფების მეშვეობით” (HERO - BSB01238)
HERO (BSB01238) არის 24-თვიანი ტრანსნაციონალური პროექტი Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის სანაპირო ზონების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტის ხანგრძლივობა: 2025 წლის 23 დეკემბერი – 2027 წლის 22 დეკემბერი
პარტნიორები:
უკრაინა (UABSC – წამყვანი პარტნიორი), თურქეთი (IPA), ბულგარეთი (ShU), საქართველო (BSU)
ძირითადი მიზნები:
-
ზღვის ნარჩენების შემცირება
-
ეკოსისტემების აღდგენა ხელოვნური რიფების გამოყენებით
-
ნარჩენების ციფრული რუკის შემუშავება
-
სამეცნიერო მონიტორინგის ჩატარება
-
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება
ძირითადი აქტივობები:
-
დაბინძურების მონიტორინგი და მონაცემთა შეგროვება
-
ხელოვნური რიფების პილოტური განლაგება
-
ბიომრავალფეროვნების შეფასება
-
კამპანია „იყავი გმირი“ და საერთაშორისო ღონისძიებები
პროექტის ბიუჯეტი: 1.64 მილიონი ევრო (Interreg-ის დაფინანსებ 90%, პარტნიორის წვლილი - 10%); დაფინანსება BSU-სთვის - € 329,301.06
HERO დაფინანსებულია Interreg NEXT შავი ზღვის აუზის 2021–2027 წლების პროგრამის მიერ.
პროექტის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში
დანართი