სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

გამოცხადდა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი პროექტის „PEERS“ (პორტუგალია) ფარგლებში

სურათი

გამოცხადდა ,,ერაზმუს+”-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ,,PEERS" პროექტის (პორტუგალია) ფარგლებში, რომელშიც ჩართულია საქართველოს  6 უნივერსიტეტი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ პორტუგალიის 3 უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულებზე:

Application Guide

 

სტუდენტების საყურადღებოდ:

კონკურსის პირველი ეტაპი:

2026  წლის 10 აპრილის ჩათვლით საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში  PEERS   პროექტის  ელექტრონული ბმულის  გამოყენებით:

https://uminho.moveonfr.com/form/67d170d4f484e754ea054497/eng

მეორე ეტაპი:

შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება პარტნიორ უნივერსიტეტების მიერ.

 

შენიშვნა სტუდენტებისთვის:

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი ცნობა გაიცემა ტესტირების/გამოცდის  წარმატებით გავლის შემდეგ

ტესტირება/გამოცდა ინგლისურ ენაში (B1/B2) ჩატარდება 2026 წლის 2 აპრილს ბსუ-ს საგამოცდო ცენტრში.

ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება რექტორის სახელზე ბსუ-ს სტუდენტური პორტალის მეშვეობით არაუგვიანეს  30 მარტისა (15:00 საათი).

განცხადებაში რექტორის სახელზე ტესტირების გავლის თაობაზე მიუთითეთ:

  • ინგლისური ენის დონე
  • მოქმედი ელ-ფოსტა
  • წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობისა ან მიმდინარე სემესტრში, უკვე ჩატარებული კონკურსის ფარგლებში, წარმატებით ჩაბარებული (მინიმუმ 71 ქულა) უცხოური ენის (ინგლისური ენის) გამოცდის/ტესტირების შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ხელახალი ტესტირებიდან.

მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.

სტიპენდია მოიცავს:

1. თვიურ სტიპენდიას;

2. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

 

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო დაზღვევისა და ვიზის ხარჯები!

 

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ:

2026 წლის 10 აპრილამდე საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში PEERS   პროექტის ელექტრონული ბმულის გამოყენებით:

https://uminho.moveonfr.com/form/67d170d4f484e754ea054497/eng

შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება პარტნიორ უნივერსიტეტების მიერ;

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე

სტიპენდია მოიცავს:

1. დღიურ ხარჯებს;

2. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:  erasmus@bsu.edu.ge

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა