5 თებერვალი 2026 წელი

გიზიარებთ ინფორმაციას ლატვიის სახელმწიფო სასწავლო სტიპენდიების შესახებ 2026/2027 აკადემიური წლისათვის.
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს:
-
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლატვიის უნივერსიტეტებში 2026/2027 აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას;
-
ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა:
-
ბაკალავრებისთვის - 500 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
-
მაგისტრებისთვის 600 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
-
დოქტორანტებისთვის 700 ევრო, ხანგრძლივობა - 11 თვე.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდებზე https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships და https://studyinlatvia.lv/scholarships
განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით შემდეგ პლატფოტრმაზე https://scholarships.viaa.gov.lv/en/login
ლატვიის უნივერსიტეტებში სწავლის, ხელმისაწვდომი სასწავლო პროგრამებისა და სხვა პრაქტიკული ინფორმაციის შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია დანართის სახით და ვებგვერდზე www.studyinlatvia.lv