სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ასისტენტ-პროფესორ გიგა ფარტენაძის ვიზიტი მურსიის უნივერსიტეტში

სურათი

2025 წლის 17-21 ნოემბერს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გიგა ფარტენაძე, ,,ერაზმუს+”-ის აკადემიური მობილობით, იმყოფებოდა მურსიის უნივერსიტეტში (ესპანეთი).

მობილობის ფარგლებში ასისტ. პროფ. გიგა ფარტენაძემ სტუდენტებისთვის რამდენიმე თემატური ლექცია-შეხვედრა გამართა შემდეგ თემებზე:

  • საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა
  • საქართველოს საარჩევნო სისტემები და პოლიტიკური იდეოლოგიები
  • ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია და თანამედროვე გამოწვევები

ვიზიტი იყო მეტად პროდუქტიული და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მურსიის უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა