საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

პროფესორმა მარინე აროშიძემ ლექციები წაიკითხა ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის სლავისტიკის დეპარტამენტის პროფესორმა მარინე აროშიძემ  პოლონეთის ქალაქ ბიდგოშში მდებარე უნივერსიტეტში - ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში 26-30 მარტს ლექციები წაიკითხა. ერაზმუს+-ის პროგრამის ფარგლებში ენობრივ ცენტრში მიწვეულ I-II კურსის სტუდენტებს ისეთ აქტუალურ თემებზე ესაუბრა, როგორიცაა: ენა - კულტურა - ადამიანი; კულტურათაშორისი კომუნიკაციის თავისებურებანი; ენობრივი და კულტურული კოდი სხვადასხვა ტიპის დისკურსში; ტექსტური ინფორმაციის შრეები და ფონური ინფორმაციის მნიშვნელობა; თარგმანი როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის სახეობა და საქართველო კულტურათა დიალოგში. კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა