ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. საკონკურსო განცხადების, კონკურსანტის ანკეტის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2022 წლის 07 თებერვლიდან  11 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე (უქმე დღეების გარდა), ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32, პირველი კორპუსი, ოთახი N13 (მატერიალური სახით წარმოდგენამდე კონკურსანტებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - saarchevnokomisia@bsu.edu.ge).
  3. კონკურსი ჩატარდება  (ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული იქნება შესაბამისი განყოფილების უფროსის კანდიდატურა და წარედგინოს   ინსტიტუტის დირექტორს) 2022 წლის 14 თებერვლიდან  15 თებერვლის ჩათვლით.
  4. ღია კონკურსის შედეგები (გამარჯვებული კონკურსანტის შესახებ ინფორმაცია) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე - www.bsu.edu.ge) არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლისა.
  5. ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული განყოფილების უფროსის კანდიდატურა,  ინსტიტუტის დირექტორის მიერ დამტკიცების შემთხვევაში წარედგინოს ბსუ-ს რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 16 თებერვლისა და გამოიცეს ბრძანება გამარჯვებულ კონკურსანტთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე (2022 წლის 21 თებერვლიდან 5 წლის ვადით ხანგრძლივობით).
  6. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის (განყოფილების) უფროსის                თანამდებობაზე შესაძლებელია არჩეული იქნეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისათვის  ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილებით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:
  7. კონკურსის ძირითადი პირობები:

7.1 ბსუ-ს  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობაზე  (ხუთი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება  და  აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ან მიღებულია დასაბეჭდად თანდართული კლასიფიკატორის 2.2, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.5  ან  3.2 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.2 ან 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.2, 4.3, 4.4 ან ბოლო 2 წლის განმავლობაში - 4.5 პუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ სამეცნიერო აქტივობაში;

დ) აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის/ უფროსი მეცნიერ თანამშრომლის ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება.

(შენიშვნა: წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღნიშნული ე.წ. ,,კლასიფიკატორში“ იგულისხმება ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილების დანართი 1).

  7.2    ბსუ-ს უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  5 (ხუთი) წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს კლასიფიკატორის 2.3, 2.4 (ქართველოლოგიური დარგებისათვის), 2.6 ან 3.3 ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთერთი ნაშრომი/მონოგრაფია;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული და გამოქვეყნებულია შესაბამისი თეზისი/თეზისები კლასიფიკატორის 1.3 (ქართველოლოგიური დარგებისათვის) ან 1.4 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული ან მონაწილეობს კლასიფიკატორის 4.6 პუნქტებით განსაზღვრულ სამეცნიერო აქტივობებში;

დ) აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის/მეცნიერი თანამშრომლის ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებული პროფესორის/ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

(შენიშვნა: წინამდებარე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღნიშნული ე.წ. ,,კლასიფიკატორში“ იგულისხმება ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილებით  დამტკიცებული ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის Ν05 გადაწყვეტილების დანართი 1).

  1.  ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

დ) სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით მოთხოვნილი, ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

ე) სამეცნიერო კვლევის კონცეფცია;

ვ) 2 ფოტოსურათი (ზომა 3x4);

ზ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი წინამდებარე ბრძანების  N2 დანართის შესაბამისად);

თ) კონკურსანტის ანკეტა (შედგენილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა  და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს  2017 წლის 27 ივლისის  Ν05 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დანართი 3   შესაბამისად).

ი) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის საპროცედურო კომისიაში წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

კონკურსანტთა სია

გასაუბრების განრიგი

შემაჯამებელი ოქმი

ბრძანება №01-04/13

  აგრარული და მემბრაული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დებულება
  ბრძანება 01-02-11
  ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის შრომის ანაზღაურების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
  ბსუ-ს შინაგანა წესი
  ბსუ-ს წესდება
  ეთიკის კოდექსი
  სამეცნიერო პერსონალის კლასიფიკატორი
  კონკურსანტის ანკეტა
  კონკურსანტის განცხადება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა