მიუნსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი
23 მაისი 2018 წელი
მიუნსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი
მიუნსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი
მიუნსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიუნსტერის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტის პროფესორი კორდულა შუტცე და ერაზმუს+-ის კოორდინატორი ალბინა ჰასი ეწვივნენ. შეხვედრაზე სტუმრებმა მიუნსტერის გერმანისტიკის ინსტიტუტის შესახებ ისაუბრეს და კოოპერაციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაწევრიანების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
სრულად