ბსუ-ში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. ცენტრი Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის - „InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education - ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს საინჟინრო სწავლებაში თანამედროვე სამეწარმეო მიდგომების დანერგვას, ინოვაციური კომპეტენციების განვითარებას, სტარტაპებისა და სპინოფების ჩამოყალიბებას. ინოვაციური ცენტრი პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, გახსნა ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიზნეს მენეჯერმა იზრაელ გრიოლ ბარესმა. ტრენერები ბსუ-დან ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7 სხვადასხვა ქვეყანაში გადიოდნენ სწავლების კურსს, რომლის მიხედვითაც ევროპულ გამოცდილებას მსმენელებს საგანმანათლებლო პროცესში გაუზიარებენ.