იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს იურიდიულ კლინიკაში სტაჟირების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიულ კლინიკაში, შედგა შემაჯამებელი შეხვედრა სტუდენტებთან, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სტაჟირება, ასევე კონკურსის შედეგად შერჩეული კლინიკის ახალ წევრ სტუდენტებთან.

ფაკულტეტის დეკანმა მიულოცა სტუდენტებს სტაჟირების წარმატებით დასრულება და ისაუბრა გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე პროფესიული საქმიანობისას. იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა შეაჯამა ჯგუფის მიერ ჩატარებული მუშაობა PRO BONO (საზოგადოების საკეთილდღეოდ) მიმართულებით. ასევე, კლინიკის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე სტუდენტთა მიერ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, პრეზენტაციების წარდგენის, გადაწყვეტილებათა მიღების და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით.

შეხვედრა დასრულდა სტუდენტთა სერტიფიკატების გადაცემით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა