იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში ჟან მონეს საზაფხულო სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს საზაფხულო სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ გაიხსნა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჟან მონეს პროგრამის შესახებ ისაუბრა ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ.

საზაფხულო სკოლა ტარდება „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება 2023 წლიდან.

მოდული მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. საზაფხულო სკოლაში სხვადასხვა უნივერსიტეტის 25 სტუდენტი მონაწილეობს. საზაფხულო სკოლა 31 ივლისამდე გაგრძელდება და მონაწილეებს პროგრამის დასრულების შემდეგ ჟან მონეს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცემათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა