ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

მეათე სამეცნიერო კონფერენცია „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, სკოლისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის კლუბის „სკოლა-უნივერსიტეტი“ ფარგლებში, მეათე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციაში უნივერსიტეტებისა და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების 300-ზე მეტი სტუდენტი და მოსწავლე მონაწილეობდა. სესია გახსნეს, მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარატამენტის უფროსი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე და პროფესორ-მასწავლებლები.

კონფერენცია მიზანად ისახავდა უნივერსიტეტისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობას, მოსწავლეებსა და სტუდენტებში შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას.

 კონფერენციის თემატიკა:

  • პიროვნება და საზოგადოება;
  • თანასწორობა და დისკრიმინაცია;
  • მედია და ინფორმაციული წიგნიერება;
  • კონფლიქტები ჩვენს ცხოვრებაში;
  • ძალადობა;
  • მოქალაქე, საზოგადოება, სახელმწიფო;
  • ადამიანის უფლებები;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი;
  • გენდერი;
  • ახალი ტექნოლოგიები და მათი გამოყენების პერსპექტივები;
  • სწავლების თანამედროვე მიდგომები - პროექტზე, პრობლემაზე და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება;
  • სწავლების თავისებურებები და გამოწვევები (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენები, გეოგრაფია, ისტორია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სპორტი, ხელოვნება...);
  • სკოლის მართვა, ინოვაციები და ხარისხის უზრუნველყოფა;
  • მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა;
  • მშობლის როლი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში.

 

  კონფერენციის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა